|
2018-11-08 15:44:57, 1756 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილმა იაპონიის ელჩთან ექსპოზიციის „საქართველო – ღვინის სამშობლო“ გამართვასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ტადაჰარუ უეჰარას შეხვდა. მინისტრმა ელჩთან იაპონიაში, საგამოფენო ცენტრში „Warehouse TERRADA“ ექსპოზიციის „საქართველო – ღვინის სამშობლო“ გამართვის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა. ლევან დავითაშვილმა ისაუბრა საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში, ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში Cité des Civilisations Du Vin გამართულ გამოფენაზე „საქართველო – მეღვინეობის აკვანი“. შეხვედრაზე საუბარი იაპონია-საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისა და ღვინის ექსპორტის ზრდის მნიშვნელობის საკითხებსაც შეეხო. მინისტრის განცხადებით, ქართული გამოფენის დათვალიერების შესაძლებლობა საქართველოს მიმართ იაპონელი ხალხის ინტერესს კიდევ უფრო გაზრდის, რაც ქვეყნებს შორის არაერთი მიმართულებით თანამშრომლობის ხელშემწყობი ფაქტორია. „ექსპოზია „საქართველო ღვინის სამშობლო“-ს იაპონიაში გამართვა, შესანიშნავი იდეაა. ჩვენ ვაფასებთ თქვენს უძველეს კულტურას. ღვინო უმნიშვნელოვანესი ნაწილია თქვენი კულტურის და მოხარული ვარ, რომ იაპონიაში თქვენი მასპინძლობის შესაძლებლობა გვექნება. ღონისძიება ხელს შეუწყობს იაპონიაში საქართველოს ცნობადობის გაზრდას ბიზნესის კეთების სიმარტივის თვალსაზრისით, რაც ორივე ქვეყნისთვის საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გავაკეთებთ შესაძლებლობის მაქსიმუმს, რომ ღონისძიება სათანადოდ წარიმართოს “, – განაცხადა ტადაჰარუ უეჰარამ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პირები და ასოციაციის „ქართული ღვინო” აღმასრულებელი დირექტორი თინა კეზელი ესწრებოდნენ.
(NS)
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)