|
2018-11-08 12:31:50, 698 ნახვა
რეგიონი
კერატოკონუსის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბათუმში უფასო ოფთალმოლოგიური აქცია ჩატარდება
9-10 ნოემბერს, 09:30 საათიდან - 18:00 საათამდე, კლინიკა „ოკულუს მედი“ 18-დან 38 წლამდე ასაკის პაციენტებს თვალის უფასო სკრინინგს სთავაზობს. სამედიცინო აქცია კერატკონუსის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით იმართება, რომელიც მსოფლიოში ყველი წლის 10 ნოემბერს აღინიშნება. კერატოკონუსი არის თვალის რქოვანა გარსის პროგრესირებადი, დეგენერაციული და არაანთებადი დაავადება. როგორც წესი, დაავადება ნელა პროგრესირებს, თუმცა შესაძლებელია დაავადების სწრაფი პროგრესირებაც. რქოვანას ფორმისა და სისქის ცვლილება მის ოპტიკურ, გარდამტეხ თვისებებსაც ცვლის, რაც საბოლოოდმხედველობის გაუარესების მიზეზი ხდება. აქციის ფარგლებში დაგეგმილია დაავადების სკრინინგი. უფასო სამედიცინო აქციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა მიმართონ კლინიკა „ოკულუს მედის“, რომელიც მდებარეობს ქ. ბათუმში, 9 მარტის ქ. N10-ში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)