07:19 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-08 10:37:18, 497 ნახვა

რეგიონი
ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ახალი ინფრასტრუქტურა მოეწყო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქალაქ ბათუმის მერთან ერთად ბათუმის ბოტანიკურ ბაღში განახლებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო.

ბაღის ტერიტორიაზე დასრულდა თანამედროვე გარე განათებისა და ოპტიკურბოჭკოვანი ქსელის მოწყობის სამუშაოები, რაც ხელს შეუწყობს ვიზიტორებისთვის ბაღში მომსახურების და უსაფრთხოების ხარისხის გაზრდას. ბოტანიკური ბაღის განვითარების მიმართულებით წლების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განხორციელდა საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდ „ქართუს მიერ". მიმდინარე წელს, ფონდის მხარდაჭერით მოეწყო ორი ახალი ავტოსადგომი და მიმდინარეობს ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა. ვიზიტორთა ცენტრში გათვალისწინებული იქნება ყველა ის პირობა, რომელიც დღეს თანამედროვე დამთვალიერებელს სჭირდება: მოსასვენებელი ოთახები, ბარგის შესანახი განყოფილება, საინფორმაციო სტენდები, ელექტომობილებისთვის განკუთვნილი სივრცე, სალარო და სხვა.

თორნიკე რიჟვაძემ მადლობა გადაუხადა ფონდ „ქართუს" იმ მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერისთვის, რომლებიც კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ქალაქის მთავარ სავიზიტო ბარათს.

ბოტანიკური ბაღის დამთვალიერებელთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება, მიმდინარე წელს 63 % -ითაა გაზრდილი ბაღის შემოსავალი. აღნიშნული პროექტები ახალი სერვისების შექმნასა და ვიზიტორების კმაყოფილებას მოემსახურება. 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია რეჟიმს - შეწყდეს რეპრესიები, სოლიდარობა დამოუკიდებელ მედიას
დიუშენით დაავადებული ბავშვების დასახმარებელ მარათონში კომპანიები ჩაერთნენ
რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics