|
2018-11-07 18:47:42, 722 ნახვა
რეგიონი
საახალდაბოს ტერიტორიაზე ჯიხური და საპარკინგე ადგილი მოეწყობა
შუახევში, მიმდინარე წლის ოქტომბერში, ბათუმი- ახალციხის საავტომობილო გზის, ხიჭაური- გორხანაულის (საახალდაბოს) მიმდებარედ საპიკნიკე ადგილი მოეწყო. პროექტის ფარგლებში საავტომობილო გზიდან დასასვენებელ ადგილამდე მოეწყო ასასვლელი კიბე მოაჯირებით, ფანჩატური, საბაღე სკამები, ბილიკი და განათება. მუნიციპალიტეტის მერიამ, საახალდაბოს ტერიტორიაზე, გზის მეორე მხარეს სავაჭრო ჯიხურის მშენებლობა და საპარკინგე ადგილის მოწყობა გადაწყვიტა.
კეთილმოწყობით სამუშაოებზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 11 868 ლარი გამოიყო. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,სხეფელა“ აწარმოებს. განხორციელებული პროექტით როგორც ადგილობრივებს, ასევე ტურისტებს, მგზავრებს საშუალება ექნებათ მოწესრიგებულ ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის გაჩერების, ბუნებაში დასვენების, წახემსების, გართობისა და თავისუფალი დროს გატარების შესაძლებლობა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|






epn.ge (@expressnews.ge)