|
2018-11-06 17:12:23, 795 ნახვა
რეგიონი
აჭარის ახალი ტურისტული გზამკვლევები ტურისტებს მოგზაურობას გაუმარტივებს
ტურისტებს აჭარის ტურისტული პოტენციალის შესახებ ინფორმაციის მიღება ახალ, სამენოვან გზამკვლევებში შეეძლებათ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პროდუქტების შესახებ ახალი საპრომოციო-სარეკლამო გზამკვლევები დაბეჭდა. „მთიანი აჭარა“, „გასტრონომიული აჭარა“, „ბათუმის გზამკვლევი“, „ზღვისპირა აჭარა“ და „აჭარა“ - ასე ჰქვია გზამკვლევებს, რომლებშიც სრულადაა წარმოჩენილი აჭარის საზღვაო და სამთო ტურისტული პროდუქტები, მდიდარი სამზარეულო და ტურისტული ღირსშესანიშნაობები. აღნიშნული მასალები დაეხმარება ტურისტებს სრულად მიიღონ ინფორმაცია თუ რისი ნახვა შეიძლება რეგიონში, რითია აჭარა ტურისტულად გამორჩეული, სად და როგორ შეიძლება იმოგზაურონ და რა კერძები დააგემოვნონ. აღნიშნული გზამკვლევების გარდა დეპარტამენტმა ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოსთან ერთად დაამზადა ჯიბის თემატური გზამკვლევები, ტურისტული მარშრუტების რუკები და გზამკვლევები, რომლებიც ტურისტებს აჭარაში მოგზაურობას უმარტივებს და ინფორმაციის მიღებაში ეხმარება. საპრომოციო-სარეკლამო მასალები და გზამკვლევები სამენოვანია და ისინი ძირითადად, ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებსა და საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე ვრცელდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)