15:38 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-03 19:24:49, 2347 ნახვა

სამართალი
6 წლის ბავშვის დაღუპვის საქმეზე დაკავებულ თურქეთის სამივე მოქალაქეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ქედაში კარიერის აფეთქების შედეგად 6 წლის ბავშვის დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით დაკავებული თურქეთის სამივე მოქალაქე წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა გირაოთი გათავისუფლების შესახებ არ დააკმაყოფილა. რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურატურა დაკავებულების პატიმრობაში დატოვებას იმ მიზეზით იტხოვდა, რომ მათ მტკიცებულებების გადანდგურება შეეძლოთ.

ცნობისთვის, 31 ოქტომბერს სოფელ დოლოგანში კარიერის აფეთქების შედეგად 6 წლის ბავშვი დაიღუპა.

"ქედის რაიონის სოფელ დოლოგანში, კერძო კომპანიის მფლობელობაში არსებულ კარიერზე მომხდარი აფეთქების შედეგად გასროლილი ქვა მოხვდა 2012 წელს დაბადებულ გ.ო.-ს, რომელიც მიყენებული დაზიანების გამო ადგილზე გარდაიცვალა. ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია" - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
ევროკავშირი რუსეთისგან მოითხოვს ცხინვალის რეგიონიდან, აფხაზეთიდან და დნესტრისპირეთიდან მისი გაყვანას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics