19:27 - 25 May, 2026
|
2018-11-03 13:07:07, 2999 ნახვა
მსოფლიო
ნიუ-იორკში მსახიობი ალეკ ბოლდუინი დააკავეს
ნიუ-იორკში სამართალდამცველებმა ცნობილი მსახიობი ალეკ ბოლდუინი დააკავეს, - ამის შესახებ NBC News იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ბოლდუინი პოლიციამ მაშინ დააკავა, როდესაც მსახიობს 49 წლის მამაკაცთან პარკინგის ადგილის გამო ფიზიკური დაპირისპირება მოუვიდა. მედიის ცნობით, უცნობმა მამაკაცმა სწორედ ის საპარკინგო ადგილი დაიკავა, რომლის დაკავებას მსახიობი აპირებდა. სამართალდამცველების თქმით, დაშავებულმა მამაკაცმა ზუსტად ვერ დაასახელა, რა სახის დაზიანებები მიიღო ბოლდუინთან ჩხუბის დროს, თუმცა ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება თავდასხმის მუხლით დაიწყო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მსახიობს ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 60 წლის მსახიობი სასამართლოს წინაშე 26 ნოემბერს წარსდგება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)