|
2018-11-02 15:30:45, 1066 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე - ძალები, რომლებიც სიცრუით ცდილობენ, შექმნან ნეგატიური ილუზია, ამას ვერ ეღირსებიან
„ძალები, რომლებიც ცრუ ინფორმაციის გავრცელებით ცდილობენ, შექმნან ნეგატიური ილუზია, ამას ვერასოდეს ეღირსებიან“, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, რამდენიმე დღის წინ ჯონ ბოლტონთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას, ე.წ fake news-ს. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამგვარი რამ ყოვლად მიუღებელია, ვინაიდან საქართველოს ეროვნული ინტერესები - უსაფრთხოება და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ყველანაირ პარტიულ ინტერესზე და მით უმეტეს, არჩევნებზე მაღლა დგას. „ჩემთვის ეს თემა შეიძლება ძალიან ემოციური იყოს, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, საზოგადოების დიდი ნაწილისთვისაც ემოციურია, რას კადრულობს ზოგიერთ ოპონენტი, როდესაც მსგავსი დეზინფორმაციით ავსებს სოციალურ ქსელს და მათ შორის, მედიასაშუალებებს. საქართველო მყარად დგას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. აშშ-საქართველოს შორის ურთიერთობა ყველა განზომილებაში, განსაკუთრებით უსაფრთხოების ნაწილში არასოდეს ყოფილა ასეთი მაღალი დონის. შესაბამისად, ძალები, რომლებიც ცრუ ინფორმაციის გავრცელებით ცდილობენ, შექმნან ნეგატიური ილუზია, ამას ვერასოდეს ეღირსებიან", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. პრემიერ-მინისტრმა ამერიკელ მეგობრებსა და კოლეგებს გავრცელებულ fake news-თან დაკავშირებით გაკეთებული ძალიან პრინციპული განმარტებისთვის მადლობა გადაუხადა. „ძალიან სამწუხაროა, რომ ის მეთოდები, რომლითაც ჩვენი არამეგობარი ძალები ხშირად მოქმედებენ, ასე აქტიურად აისახა საქართველოშიც. თუმცა, მინდა გავიმეორო, რომ ისინი ვერასოდეს ეღირსებიან, მიაღწიონ მიზანს. ის ფუნდამენტი, რაც ჩვენ შევქმენით, შეუქცევადია", - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)