09:56 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-12 12:44:52, 508 ნახვა

საზოგადოება
ეროვნული არქივის სპეციალური ჯგუფი დღეს ატენის ხეობაში გაემგზავრება

პროექტ „ეროვნული არქივის ექსპედიციების“ ფარგლებში ეროვნული არქივის სპეციალური ჯგუფი დღეს ატენის ხეობაში გაემგზავრება, სადაც ატენის სიონის ხედებსა და ფრესკებს გადაიღებს.

პროექტი საქართველოს ისტორიული ძეგლების შესახებ ვიდეო და ფოტომასალის მოგროვებასა და საარქივო ფონდების თანამედროვე დოკუმენტებით შევსებას ითვალისწინებს. ამ დროისათვის უკვე გადაღებულია გრემისა და ნეკრესის ტაძრები, ვარძიის კომპლექსი, უჯარმის ციხე, გელათისა და შიომღვიმის მონასტრები.

ეროვნულ არქივში ქართული ხუროთმოძღვრული და ისტორიული ძეგლების შესახებ უნიკალური კინო და ფოტოდოკუმენტებია დაცულია. აღნიშნული პროექტის ფარგლებში შეგროვილი მასალა კიდევ უფრო გაამდიდრებს უკვე არსებულ საგანძურს და მცირე ხანში ფასდაუდებელი წყარო იქნება ამ საკითხებით დაინტერესებული მკვლევარებისათვის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პენტაგონმა განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთისთვის Starlink-ის დაბლოკვის შემდეგ თავისი ტერიტორიები დაუბრუნა
აშშ-მ უკრაინისთვის Hawk-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის აღჭურვილობისა და მომსახურების მიყიდვა დაამტკიცა
ტრამპი რუსეთის საზღვარზე დამატებით 5000 ამერიკელ ჯარისკაცს გაგზავნის
ტრამპი აშშ-ის წარმომადგენელს პუტინის ეკონომიკურ ფორუმზე სანქტ-პეტერბურგში გაგზავნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics