19:28 - 25 May, 2026
|
2018-11-02 15:08:58, 3010 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი აშშ-ში თავშესაფრის მოთხოვნის შესაძლებლობის შეზღუდვას აპირებს
ამერიკის შეერტებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ის შემდეგ კვირაში საიმიგრაციო კანონმდებლობის გამკაცრებას მოაწერს ხელს, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. როგორც ტრამპმა განმარტა, თავშესაფრის მოთხოვნის შესაძლებლობა უნდა შეზღუდოს, რადგან ლტოლვილები ხელისუფლებას ხშირად ატყუებენ. მისივე თმით, თავშესაფრის მაძიებლებს, რომლებიც აშშ-ის საზღვარს უკანონოდ გადაკვეთენ, ქვეყანაში დარჩენის მოთხოვნის უფლება აღარ ექნებათ. ტრამპმა დასძინა, რომ სამხედროებს, რომლებიც მან აშშ-მექსიკის საზღვრის დასაცავად გააგზავნა, უფლება აქვთ მიგრანტთა ქარავნიდან ნებისმიერს ესროლონ თუ ისინი ქვებს დაუშენენ. ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, ამერიკამ მიგრანტებისგან ქვეყნის საზღვრის დასაცავად სამხედროები გაგზავნა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)