15:13 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-02 12:55:56, 1379 ნახვა

სამართალი
სასამართლომ მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და  მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული გ.ა. დამნაშავედ ცნო. 

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის აპრილიდან ივნისის ჩათვლით, ქ.თბილისში, გ.ა.-მ ყოფილ მეუღლეს ა.კ.-ს რამდენჯერმე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით, კერძოდ კი სახის დასერვით დაემუქრა.  2018 წლის 13 ივნისს კი გ.ა.-მ დაზარალებულს  წაართვა მობილური ტელეფონი, ძირს დაახეთქა და დააზიანა, რის შედეგადაც ა.კ.-ს 230 ლარის, მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა.

სამართალდამცველებმა გ.ა 2018 წლის 13 ივნისს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის I ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა) (ორი ეპიზოდი), 11'-151-ე მუხლის I ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ მუქარა) (ორი ეპიზოდი) და 11'-187-ე მუხლის I ნაწილით (ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.ა. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში  და სასჯელის სახედ და ზომად დანაშაულთა ერთობლიობით 1 წლით  თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
ევროკავშირი რუსეთისგან მოითხოვს ცხინვალის რეგიონიდან, აფხაზეთიდან და დნესტრისპირეთიდან მისი გაყვანას
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics