|
2018-11-01 17:13:01, 2898 ნახვა
მსოფლიო
დიდ ბრიტანეთში მარიხუანის სამედიცინო მიზნით გამოყენება ლეგალური გახდა
გაერთიანებული სამეფოს მთელ ტერიტორიაზე მარიხუანის სამედიცინო მიზნით გამოყენება დღეიდან ნებადართულია. ამის შესახებ BBC News იუწყება. კანაფის გამოწერა მხოლოდ იმ ექიმებს შეეძლებათ, რომლებიც მძიმე დაავადებების, ხანგრძლივი დეპრესიის ან განუკურნებელი დაავადებების მქონე პაციენტებთან მუშაობენ. "მედიკამენტი იქნება გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევებში, რომლებშიც სხვა წამალი უძლურია", - წერია გაერთიანებული სამეფოს ექიმების ასოციაციის დასკვნაში. კანონის დამტკიცებაში იურისტებს ორი ბავშვის შემთხვევა დაეხმარათ. საქმე იმაშია, რომ ორ მოზარდს, რომლებსაც ეპილეპსია დაუდგინეს, ამ დაავადებასთან ბრძოლაში მხოლოდ კანაფის ზეთი შველით. "პრეპარატების წარმოება მკაცრად იქნება გაკონტროლებული იმ ადგილებში, სადაც მას აწარმოებენ. ეს არავითარ შემთხვევაში არ წარმოადგენს წინ გადადგმულ ნაბიჯს მარიხუანის ლეგალიზაციის გზაზე", - აღნიშნა ქვეყნის შს მინისტრმა საჯიდ დავიდმა.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)