|
2018-11-01 16:58:09, 2537 ნახვა
მსოფლიო
ფაშინიანი არ გამორიცხავს, რომ გეოპოლიტიკური საკითხების გამო, ირანთან და საქართველოსთან საზღვარი დაიხუროს
სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ ფაშინიანი არ გამორიცხავს, რომ გეოპოლიტიკური საკითხების გამო, ირანთან და საქართველოსთან საზღვარი დაიხუროს, - ამის შესახებ "Sputnik Армения" იუწყება. როგორც ფაშინიანმა განაცხადა, "ცოტა ხნის წინ მას ერთ ძალიან გამოცდილ დიპლომატთან ჰქონდა შეხვედრა და ამ შეხვედრისას მან აღწერა სიტუაცია, რომელშიც სომხეთი იმყოფება. კერძოდ, ფაშიანის განმარტებით, ორი საზღვარი - თურქეთთან და აზერბაიჯანთან დახურულია, ხოლო ორი დარჩენილი საზღვარი შეიძლება ითქვას, ნახევრად გახსნილია. „სომხეთ-ირანის საზღვარი, მაგალითად, შეიძლება დე-ფაქტო დაიხუროს ირანსა და ამერიკას შორის ურთიერთობების და რთული გეოპოლიტიკური სიტუაციის გამო. საზღვარი საქართველოსთან ასევე შეიძლება დაიხუროს ცუდი ამინდის ან გეოპოლიტიკური სიტუაციის გამო. რა გამოდის, რომ სომხეთი კუნძულია ზღვის გარეშე და ასეთ შემთხვევაში რა უნდა ვქნათ?“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა და დასძინა, რომ მოყვანილმა არგუმენტებმა დიპლომატი გააოცა. აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას დიპლომატის ვინაობ არ დაასახელა. მან არც ის განმატა, თუ რა კონტექსტში მიმდინარეობდა საუბარი. გარდა ამისა, ფაშიანიანის თქმით, ურთიერთობა ირანთან და საქართველოსთან ყველანაირი გეოპოიტიკური გავლენისგან უნდა იყოს თავისუფალი. ფაშინიანი აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის ჯო ბოლტონის განცხადებასაც გამოეხმაურა. "სომხეთი პატივისცემით ეკიდება ყველა ქვეყნის მაღალჩინოსნის განცხადებას, თუმცა ერევანს საკუთარი ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესები გააჩნია. არავის უნდა ეპარებოდეს ეჭვი, რომ ქვეყნის პოლიტიკას ჩვენ ინტერესებზე დაყრდნობით ვაყალიბებთ. ეს აქტუალურია ყველა ქვეყნის - ამერიკის, ირანის და რუსეთთის შემთხვევაშიც", - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)