|
2018-11-01 13:52:12, 2897 ნახვა
მსოფლიო
ფილარეტი: ვიმედოვნებთ, რომ ქართული ეკლესია მხარს დაუჭერს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას
უკრაინის პატრიარქი ფილარეტი იმედოვნებს, რომ ქართული ეკლესია უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიას მხარს დაუჭერს, - ამის შესახებ ფილარეტმა "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში განაცხადა. პატრიარქმა ფილარეტმა ინტერვიუში საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შეახსენა, რომ ისიც მსგავს ვითარებაში იმყოფებოდა, როდესაც რუსეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში შესვლის შემდეგ ავტოკეფალია დაკარგა. "გვსურს შევახსენოთ მათ, რომ იყო დრო, როცა რუსეთის სახელმწიფომ მოსპო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და თბილისში დანიშნა რუსი ეგზარქოსი. ამდენად, საქართველოს ეკლესიას უნდა ახსოვდეს ისტორია. ასეთივე ისტორიას გადის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია. რა გვსურს საქართველოს ეკლესიისაგან? გვსურს, რომ როცა უკრაინის ეკლესია მიიღებს ავტოკეფალიის ტომოსს, საქართველოს ეკლესია შევიდეს ლოცვის ერთობაში უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიასთან. და ჩვენ გვაქვს ამის იმედი, რადგან ქართველი ხალხი ისევე უჭერს მხარს უკრაინელ ხალხს, როგორც უკრაინელი ხალხი ქართველ ხალხს. ამის საფუძველზე ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ეკლესია მხარს დაუჭერს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას. შეიძლება გარკვეული ხნით ნეიტრალური იყოს, გარკვეული ხნით. თუმცა შეიძლება მაშინვე დაუჭიროს მხარი. მაგრამ საბოლოოდ მხარს დაუჭერს უკრაინის ეკლესიას", - განაცხადა ფილარეტმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)