|
2018-11-01 11:27:33, 1047 ნახვა
კომენტარი
იზორია - ეს არის რუსული ნარატივის დეზინფორმაცია, თითქოს ჯონ ბოლტონი იმისთვის ჩამოვიდა, რომ გაფრთხილება მოეცა
„ის რაც გუშინ გაჟღერდა, რომ თითქოს ჯონ ბოლტონი ჩამოვიდა და გაფრთხილება მოგვცა, არის რუსული ნარატივის დეზინფორმაცია, რომელსაც სამწუხაროდ, ზოგიერთი პოლიტიკოსი ერთმანეთში აზიარებს“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ვიზიტისას მკაფიო მხარდაჭერა გამოხატა საქართველოში განხორციელებული რეფორმების მიმართ. ამასთან, იზორიას თქმით, ბოლო სამი თვის განმავლობაში თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანია მიმდინარეობს. „ამ დეზინფორმაციულ კამპანიაში ძალიან კარგად ჯდება ის, რაც გუშინ გაჟღერდა, თითქოს ბატონი ბოლტონი ჩამოვიდა იმისთვის, რომ ჩვენ მისგან მივიღეთ გაფრთხილება. პირიქით, რეალურად და სინამდვილეში, ბატონმა ბოლტონმა და სხვათაშორის, იმავე დღეს მატისმა წერილით კიდევ ერთხელ მკაფიო მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოსა და განსაკუთრებით თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმების მიმართ. კიდევ ერთხელ მოხდა იმ ფაქტის გაზგასმა, რომ ანტისატანკო თანამედროვე „ჯაველინების“ სისტემის გადაცემა საქართველოსთვის არის უპრეცედენტო მოვლენა. მე პირად საუბარში ბატონი მატისისგან მოვისმინე, რომ ასეთ გადაწყვეტილებებს მხოლოდ იმ ქვეყნების მიმართ იღებენ, რომლებსაც განსაკუთრებული ნდობა და აღიარება აქვთ. ჩვენი მხრიდან მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს სისტემები უსაფრთხოდ იქნას დაცული. სწორედ ამ ნდობისა და აღიარების საფუძველზე გავაგრძელებთ სხვა ტიპის ტაქტიკური შეიარაღებების შეძენას აშშ-სგან. ეს არის რუსული ნარატივის დეზინფორმაცია, რომელსაც სამწუხაროდ, ზოგიერთი პოლიტიკოსი ერთმანეთში აზიარებს იმის მაგივრად, რომ გამოიკვეთოს სტრატეგიული ხაზი, სადაც ყველა უნდა გავერთიანდეთ და ასეთი მოვლენების მიმართ ადეკვატური რეაქცია უნდა გვქონდეს. სამწუხაროდ, ზოგიერთი, პირიქით, ხელს უწყობს, რომ ნეგატიურ კონტექსტში იყოს აღქმული განსაკუთრებით კი, შეიარაღებული ძალებისთვის. ეს არის მიუღებელი და მართლაც გამიზნული კამპანია იმისათვის, რომ მოხდეს დემორალიზება, ნეგატიური განწყობების ჩამოყალიბება, მათ შორის, ხელმძღვანელი პირების მიმართ, სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობის გაგრძელების თვალსაზრისით. მე შემიძლია პირიქით ვთქვა, ყოველ წელს ჩვენ გვაქვს უპრეცედენტოდ კარგი დინამიკა, ჩვენი ურთიერთობა განსაკუთრებით აშშ-სთან წელს არის უფრო წინწასული, ვიდრე ეს შარშან იყო. შარშან ითქვა, რომ ეს არის ურთიერთობა, რომლის მსგავსი მანამდე არ ყოფილა. მე გარწმუნებთ, რომ მომავალ წლებში ის დინამიკა, რაც დღეს გვაქვს, მათ შორის, სიმბოლურად, როდესაც აშშ-ის არმიის ასეული პირველად საქართველოს ისტორიაში ჩვენი სამხედრო ინსფრასტრუქტურის ფარგლებში გაიწვრთნება, საფუძველს გვაძლევს, რომ მომავალში ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს და ჩვენი ქვეყანა უფრო უსაფრთხო იყოს“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. ამ თემას გამოეხმაურა აშშ-ის თავდაცვის ატაშე საქართველოში, პოლკოვნიკი ჯეფ ჰარტმანიც: „აშშ-ის შეერთებული შტატები საქართველოს უსაფრთხოების თანამშრომლობის პარტნიორია. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები სათანადოდ და უსაფრთხოდ ინახავენ „ჯაველინებსა“ და სხვა სენსიტიურ თავდაცვით ტექნოლოგიებს. ცოტა ხნის წინ, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა საჯაროდ გამოხატა მისი ნდობა საქართველოს თავდაცვის ხელმძღვანელობის მიმართ“.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)