|
2015-06-12 10:40:17, 1450 ნახვა
სხვადასხვა
EBRD-ის პრეზიდენტმა საქართველოს ხელისუფლებასა და ფინანსთა სამინისტროს გუნდს მადლობის წერილი გამოუგზავნა
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნეს ფორუმის წარმატებით ორგანიზებისა და ჩატარებისთვის, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ბანკის პრეზიდენტისგან, სერ სუმა ჩაკრაბარტისგან მადლობის წერილი მიიღო. წერილი ფინანსთა მინისტრს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა ბრუნო ბალვანერამ დღეს ოფიციალურად გადასცა. „თბილისში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს შეხვედრისა და ბიზნეს ფორუმის წარმატებით ჩატარების შემდეგ, მსურდა მადლიერება გამომეხატა თქვენდამი და თქვენი წარმატებული გუნდის მიმართ, მრავალი თვის განმავლობაში გაწეული დაუღალავი სამუშაოსა და თანამშრომლობისთვის. 2015 წელს ჩვენმა წლიურმა შეხვედრამ საუკეთესო შესაძლებლობა მისცა ღონისძიების მონაწილეებს, დამატებითი ინფორმაცია მიეღოთ რეგიონის ეკონომიკური კლიმატის შესახებ განსაკუთრებით კი საქართველოში არსებული საინვესტიციო პერსპექტივების შესახებ. ღონისძიებას დიდ წარმატებად მიიჩნევენ მისი მონაწილეები. ეს არის თქვენი ძლიერი და შემოქმედებითი გუნდის მუშაობის შედეგი. თქვენმა თანამშრომლებმა შესანიშნავად გაართვეს თავი უდიდეს დატვირთვას და გამოწვევას, როგორც ღონისძიების მომზადების, ასევე მისი მსვლელობის პერიოდში. ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ვიამაყოთ საერთო მიღწევით, რომელიც ვიცი, კიდევ უფრო გააძლიერებს ურთიერთობას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის,“ - აღნიშნულია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტის წერილში. ფინანსთა მინისტრმა თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა EBRD-ის პრეზიდენტს და ბანკის რეგიონალურ დირექტორს საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისა და ჩვენს ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიციებისთვის.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)