|
2015-06-12 10:33:18, 399 ნახვა
საზოგადოება
ძლიერმა წვიმამ, სეტყვამ და ღვარცოფმა, საქართველოს რამდენიმე რეგიონს ზიანი მიაყენა
11-12 ივნისის ღამეს, ძლიერმა წვიმამ, სეტყვამ და ღვარცოფმა, საქართველოს რამდენიმე რეგიონს ზიანი მიაყენა. ძლიერმა სეტყვამ და წვიმამ შიდა საუბნო გზები, სასოფლო სამეურნეო სავარგულები და საკარმიდამო ნაკვეთები დააზიანა ბორჯომის მუნიციპალიტეტის რიგ სოფლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ტატანისი, კლდე, წნისი, წინუბანი, გურკელი, აწყური, გიორგიწმინდა და მუგარეთი; ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში: სასაში, ლუჯი, ჯახუნდერი , ლემზაგირი; კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში: დოესი, მეტეხი, თელიანი და ქვემო ჭალა. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრაში ადიდდა მდინარე სკრა. ადიდებული მდინარე ნაპირებიდან გადმოვიდა, დატბორა მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები და საფრთხეს უქმნიდა დასახლებას. ადგილზე დაუყოვნებლივ იქნა მობილიზებული მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები და დროულად მოხდა ზომების გატარება სტიქიის მძიმე შედეგების თავიდან ასაცილებლად. სტიქიამ შიდასახელმწიფოებრივ გზებზე გადაადგილებასაც შეუქმნა საფრთხე. ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოტანილმა ქვაღორღმა სოფელ აწყურთან ჩახერგა თბილისი-ხაშური-ახალციხის ავტომაგისტრალი, რის გამოც შეფერხდა გადაადგილება. გორის მუნიციპალიტეტში სტიქიამ განსაკუთრებული ზარალი ატენის ხეობას მიაყენა. ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ხეობაში გამავალ შიდასახელმწიფოებრივ გზის სავალ ნაწილზე ჩამოიტანა ნაშალი. სტიქიის აღნიშნულ მონაკვეთებზე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურების მიერ ოპერატიულად ჩატარებული სამუშაოების შედეგად გზები უკვე გაწმენდილია და მოძრაობა აღდგენილია. ამ ეტაპზე, სტიქიის ადგილებზე შექმნილია მუნიციპალიტეტების ზარალის დამთვლელი კომისიები და მობილიზებული არიან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები. ამჟამად მიმდინარეობს ზარალის დათვლა და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები.
პენტაგონმა განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთისთვის Starlink-ის დაბლოკვის შემდეგ თავისი ტერიტორიები დაუბრუნა
აშშ-მ უკრაინისთვის Hawk-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის აღჭურვილობისა და მომსახურების მიყიდვა დაამტკიცა
ტრამპი რუსეთის საზღვარზე დამატებით 5000 ამერიკელ ჯარისკაცს გაგზავნის
ტრამპი აშშ-ის წარმომადგენელს პუტინის ეკონომიკურ ფორუმზე სანქტ-პეტერბურგში გაგზავნის
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)