|
2015-06-11 18:11:47, 356 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის მინისტრმა კაპრალ დავითაიას ოჯახს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ავღანეთში მიღებული ჭრილობისგან გარდაცვლილი კაპრალ რამაზ დავითაიას ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა. დღეს, თინათინ ხიდაშელი დაღუპული ქართველი სამხედროს მშობლიურ სოფელში, სენაკის რაიონის სოფელ საწულეისკიროში ჩავიდა და თანაგრძნობა გამოუცხადა დაღუპული სამხედროს ახლობლებს. თავდაცვის მინისტრთან ერთად, სოფელ საწულეისკიროში იმყოფებოდა ასევე, გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია. კაპრალ რამაზ დავითაიას სამოქალაქო პანაშვიდები სოფელ საწულეისკიროში დღეიდან დაიწყო. მხედრული პატივის მიგების ცერემონია მის საცხოვრებელ ადგილზე ყოველდღე, 12:00 საათიდან 20:00 საათამდე ჩატარდება. ქართველი სამხედრო 16 ივნისს, 15:00 საათზე, მხედრული პატივით დაიკრძალება. საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის კაპრალი რამაზ დავითაია, 8 ივნისს გორში მდებარე თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა. ქართველი სამხედრო მოსამსახურე, რომელიც ავღანეთში 2012 წლის 20 ივნისს საბრძოლო ოპერაციის შესრულების დროს მძიმედ დაიჭრა, გერმანიისა და საქართველოს კლინიკებში ხანგრძლივი მკურნალობისა და რეაბილიტაციის კურსებს გადიოდა. რამაზ დავითაია შეიარაღებულ ძალებში 2007 წლის 26 ივნისიდან ირიცხებოდა. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით, მედლით „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის“ და უწყებრივი მედლით "საბრძოლო იარისათვის".
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)