|
2015-06-11 10:13:11, 344 ნახვა
პოლიტიკა
ფინანსთა მინისტრის მოადგილედ ცოტნე ყავლაშვილი დაინიშნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის 10 ივნისის, #237 ბრძანებით, ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის წარდგინებით, ფინანსთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა ცოტნე ყავლაშვილი, რომელიც ამავე დროს, კანონმდებლობის დაცვით, კვლავ გააგრძელებს ფინანსთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების - სახაზინო სამსახურის უფროსის უფლებამოსილების შესრულებას. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ცოტნე ყავლაშვილი ფინანსთა სამინისტროში მუშაობს 2006 წლიდან. სახაზინო სამსახურის უფროსად დანიშვნამდე, ეკავა ფისკალური პროგნოზირების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა, მანამდე იყო საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტი, მიღებული აქვს მაგისტრის აკადემიური ხარისხი. პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ცოტნე ყავლაშვილს ფინანსთა მინისტრის მოადგილის უფლებამოსილება მიმდინარე წლის 9 ივნისიდან მიენიჭა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)