|
2015-06-11 10:16:32, 483 ნახვა
პოლიტიკა
გარემოს დაცვის სამინისტრომ ხარჯები 2 მილიონ ლარზე მეტით შეამცირა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ ხარჯები 2 მილიონ ლარზე მეტით შეამცირა. ამის შესახებ მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, შემცირება ადმინისტრაციულ და კაპიტალურ ხარჯებს შეეხო. "გარემოს დაცვის სამინისტრომ ხარჯები 2 მილიონ ლარზე მეტით შეამცირა. ეს არის ნაწილი ადმინისტრაციული ხარჯები, ნაწილი კი, კაპიტალური დანახარჯები, თუმცა ეს არ არის სასიამოვნო შემცირება. ვეცდები, რომ დღეს მთავრობის სხდომაზე წარვადგინო არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, თუ რა შესაძლებლობები და რეზერვები არსებობს, რომ დასახული ამოცანები შესრულდეს",-განაცხადა გიგლა აგულაშვილმა. ცნობისთვის, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, პრემიერის დავალებით, ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტს წარადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)