|
2018-10-22 16:45:24, 1280 ნახვა
რეგიონი
აჭარის ტურისტული პროდუქტები ლვოვის გამოფენაზე წარადგინეს
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პროდუქტები ლვოვის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარადგინა. სამი დღის განმავლობაში გამოფენის ვიზიტორები აჭარის სტენდთან რეგიონის ტურისტულ შესაძლებლობებს, პროდუქტებსა და სერვისებს ეცნობოდნენ. დეპარტამენტი გამოფენაზე დამოუკიდებელი სტენდით იყო წარმოდგენილი. უკრაინა აჭარისთვის ტრადიციული სამიზნე ქვეყანაა, სადაც რეგიონის რეკლამირებას ტურიზმის დეპარტამენტი აქტიურად ანხორციელებს. მზარდია უკრაინიდან აჭარაში შემოსული საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობაც, რაც 9 თვის მონაცემებით 40 000 ვიზიტს გულისხმობს. წელს, უკრაინიდან ბათუმის მიმართულებით დაემატა ფრენებიც და ზაფხულის პერიოდში ავიამიმოსვლები კიევიდან, ხარკოვიდან, ზაპაროჟიედან, ოდესიდან და ლვოვიდან ხორციელდებოდა. რაც შეეხება უშუალოდ გამოფენებს, დეპარტამენტი ლვოვის გარდა უკრაინაში მონაწილეობას ღებულობს კიევის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში. ჯამში, წელს დეპარტამენტმა რეგიონი მსოფლიოს მასშტაბით 22 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარადგინა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)