|
2015-06-10 17:45:22, 393 ნახვა
პოლიტიკა
საუდის არაბეთის პრინცი: საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას მოუთმენლად ველოდებით
ჩვენ მოუთმენლად ველოდებით ინვესტიციების განხორციელებას საქართველოში, - ეს განცხადება საუდის არაბეთის პრინცმა ალ-ვალიდ ბინ ტალალ ბინ აბდულაზის ალ საუდიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. პრინცის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ნაყოფიერი დისკუსია გაიმართა ეკონომიკური სიტუაციისა და იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელიც ხელმისაწვდომია ამ დიდებულ ქვეყანაში. „ჩვენ დავპირდით პრემიერ-მინისტრს, რომ დავბრუნდებით. პრემიერ-მინისტრის ლიდერობით, საქართველოს ხილვადობა მსოფლიოში გაიზარდა, ეკონომიკური სტაბილურობა განმტკიცდა და ჩვენ მოუთმენლად ველოდებით საქართველოში ინვესტირებას“, - განაცხადა საუდის არაბეთის პრინცმა. მთავრობის მეთაურმა პრინცს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარების დიდი პოტენციალი არსებობს. „ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი საუბარი, ვიმსჯელეთ ჩვენს ქვეყანაში არსებულ პოტენციალზე. ვისაუბრეთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე, ინვესტიციებზე, ტურიზმზე და იმ შესაძლებლობებზე, რომელიც საქართველოში არსებობს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილის წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტმა საუდის არაბეთის პრინცს საქართველოს საპატიო მოქალაქეობა მიანიჭა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)