14:50 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-20 16:23:51, 1901 ნახვა

სამართალი
ბიზნესმენის შვილის გატაცებაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

ბიზნესმენ ამირან დეკანოიძის შვილის გიორგი დეკანოიძის გატაცებაში 5 ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და კალისტრატე ერქვაიას, მამუკა მარგველაშვილს, გოჩა ჩეჩელაშვილს, თემურ კენჭაძეს, მამუკა ესაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაცვის მხარე ბრალდებულების მიმართ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ადვოკატების არგუმენტები არ გაიზიარა.

შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენის შვილის გატაცების ბრალდებით სამართალდამცავებმა თბილისსა და წყალტუბოში ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად 10 პირი დააკავეს. ათიდან 3 დაკავებული, მათ შორის, ერთი ქალი, წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გუშინ გაათავისუფლეს. ამ დრომდე უცნობია, წარუდგინეს თუ არა კიდევ ორ პირს ბრალი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
ევროკავშირი რუსეთისგან მოითხოვს ცხინვალის რეგიონიდან, აფხაზეთიდან და დნესტრისპირეთიდან მისი გაყვანას
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics