|
2018-10-20 13:39:49, 1427 ნახვა
კომენტარი
ჯაფარიძე - დაცვის სამსახური დედაენის ბაღში კანაფის ფესტივალისთვის საჭირო აპარატურის შეტანის საშუალებას არ გვაძლევს
პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ საპრეზიდენტო კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ დაცვის სამსახური დედანის ბაღში „კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალისთვის“ საჭირო აპარატურის შეტანის საშუალებას არ აძლევთ. ჯაფარიძის თქმით, დაცვის თანამშრომლებმა განუცხადეს, რომ მას შესაბამისი ნებართვა უნდა ჰქონდეს. საპრეზიდენტო კანდიდატმა დედაქალაქის მერს, კახა კალაძე მიმართა და მოუწოდა, ტერიტორიაზე აპარატურის შეტანის საშუალება მისცეს. „აქ არის დაცვის სამსახური, რომელიც გვეუბნება, რომ არ შემოგვატანინებს დედაენის ბაღში შესაბამის მუსიკალურ აპარატურას. ასევე გვეუბნებიან, რომ სპეციალური ნებართვა გვჭირდება იმისათვის, რომ აქ შემოვიდნენ ხალხი, რომელმაც ფესტივალში უნდა მიიღონ მონაწილეობა. გვეუბნებიან, რომ ფესტივალის ჩატარების საშუალებას არ მოგვცემენ, იმიტომ რომ რაღაც ნებართვა არ გაქვთ აღებულიო. მინდა მივმართო თბილისის მერს, კახა კალაძეს, არანაირი ნებართვა არ გვჭირდება იმისთვის, რომ სადმე შევიკრიბოთ. არ ვაპირებთ არც გზების გადაკეტვას, არც ძალადობას, არც წინააღმდეგობას ვუწვთ ვინმეს. ჩვენ გვინდა ნორმალურად ჩავატაროთ ეს ფესტივალი. ორი კვირაა საჯაროდ ვსაუბრობ ამაზე და წესით გასაგები უნდა ყოფილიყო, რომ ჩვენ აქ დღეს შეკრებას ვაპირებდით. იქნება ვინმემ დაურეკოს ამ ხალხს და აუხსნას, რომ დღეს აქ ფესტივალი ჩატარდება ნებისმიერ შემთხვევაში. ჯობია ჩავატაროთ წყნარად და მშვიდად, თორემ ამ აპარატურას გავშლით ნებისმიერ ადგილზე, სადაც ხელი მიგვიწვდება“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)