|
2018-10-19 17:38:55, 4041 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ში ორმა სატელევიზიო ოპერატორმა Russia Today-ს მაუწყებლობა შეუწყვიტა
ამერიკის შეერთებულ შტატებში ორმა სატელევიზიო ოპერატორმა რუსულ არხს, Russia Today-ს მაუწყებლობა შეუწყვიტა, - ამის შესახებ Uawire იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ამ 2 ოპერატორის - Spectrum-ის და Comcast Chicago-ს დაფარვის ზონა მოიცავს დიდ ქალაქებს, მათ შორის ნიუ-იორკს, სან დიეგოს, ლოს-ანჯელესს, ჩიკაგოს და ნიუ-ჯერსის. მიმდინარე წლის 1 სექტემბერს, საკაბელო ტელევიზიის ოპერატორმა Spectrum-მა Russia Today-ის უარი უთხრა მაუწყებლობის შესახებ ხელშეკრულების გაგრძელებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიამ ასე ახსნა: "ინტერნეტის ეპოქაში ტელესიხშირის გადაცემა არალოგიკურია“. რაც შეეხება მეორე ოპერატორს, მან კანონით გათვალისწინებული უფლება გამოიყენა და მაუწყებლობის შეწყვეტის მიზეზი არ განმარტა. ცნობისთვის, 2018 წლის მარტში Russia Today-მ მაუწყებლობა ვაშინგტონში შეწყვიტა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)