|
2018-10-17 18:15:23, 1370 ნახვა
კომენტარი
ანა ნაცვლიშვილი - ეს არის მთავრობის მცდელობა უგულებელყოს კონსტიტუცია და გაექცეს პასუხისმგებლობას
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული საკითხების განხილვასთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციის საპასუხოდ აცხადებს, რომ ეს არის მთავრობის მცდელობა უგულებელყოს კონსტიტუცია და გაექცეს პასუხისმგებლობას. "პრეზიდენტმა მიმართა პრემიერმინისტრს და ეს ნახა მთელმა საქართველომ. სამწუხაროდ, ამ მიმართვის საპასუხოდ ჩვენ ვხედავთ მთავრობის მცდელობას უგულებელყოს კონსტიტუცია და ამ ძალიან მძიმე ვითარებაში, რომელშიც იმყოფება ქვეყანა, განზე გადგეს და გაექცეს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ქვეყანა იმართებოდეს კონსტიტუციური უფლებამოსილების მქონე პირების მიერ კონსტიტუციური ფორმატებით და კანონიერების პრინციპზე დაფუძნებით, რაც არის ძალიან სამწუხარო და ძალიან დამაზიანებელი ამ ქვეყნისთვის. ჩვენი პრობლემაა ის, რომ ამ უმძიმეს ვითარებაში, როდესაც სახელმწიფოს ჩანაცვლების განაცხადი აქვს გაკეთებული არაფორმალურ ჯგუფებს, რისი ძალიან მძიმე შედეგები ჩანს და კიდევ უფრო მძიმე შედეგები შეიძლება დადგეს ამ ქვეყნის წინაშე, დისკუსიის გადატანის მცდელობა მძიმე და წერტილი სად უნდა იყოს დასმული, ესეც აჩვენებს რამდენად არაადეკვატურად აფასებენ ფორმალურად პასუხისმგებლობის მქონე პირები, რამდენად ვერ იაზრებენ მათზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას და ვერ იაზრებენ იმ უმწვავეს მდგომარეობას, რომელიც ქვეყანაშია", - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა. მისი თქმით, ის პასუხი, რომელიც მოვისმინეთ მთავრობის ადმინისტრაციისაგან სამართლებრივი თვალსაზრისით არაკომპეტენტურია.
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)