|
2018-10-16 13:34:20, 1559 ნახვა
კომენტარი
სამადაშვილი: ბესელია თავს არიდებს ისაუბროს ჩანაწერზე, სადაც სუბელიანი კორუფციაში ადანაშაულებს
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის სალომე სამადაშვილის შეფასებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია "რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებზე საუბრისგან თავს იკავებს. სამადაშვილის თქმით, ჩანაწერებში პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი ბესელიას კორუფციაში ადანაშაულებს. „დღეს იურიდიული კომიტეტის სხდომის დაწყება უნდა მომხდარიყო იმ საკითხით, თუ რას აპირებს საკანონდებლო ორგანო, რომელსაც პირდაპირ ევალება ზედამხედველობის ფუნქციების განხორციელება, რის გაკეთებას აპირებს იურიდიული კომიტეტი, იმისთვის რომ პასუხი გასცეს კითხვებს, რომელიც საზოგადოებაში არსებობს. ამის შესაძლებლობა არ მომეცა. ქალბატონმა ბესელიამ, რომელიც დადანაშაულებულია იმ ფარულ ჩანაწერებში პირდაპირ კორუფციულ საქმიანობაში, არ მისცა კომიტეტს საშუალება ემსჯელა იმ საკითხებზე, რომელიც დღეს აწუხებს საქართველოს ყველა მოქალაქეს. შესაბამისად გაიმართა კამათი და მომიწია სხდომის დატოვება, იმიტომ რომ ამ ფარსში მონაწილეობას არ მივიღებ. დღეს საზოგადოებას რაც აწუხებს იმაზე უნდა ვსაუბრობდეთ იურიდიულ კომიტეტზე და არა იმაზე, რაც აწყობს ქალბატონ ეკა ბესელიას", - განაცხადა სამადაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)