|
2018-10-16 13:20:57, 625 ნახვა
რეგიონი
ავთანდილ თალაკვაძე ახალციხეში, სასწრაფოს რაიონულ სამსახურს ეწვია
ახალციხეში სასწრაფოს რაიონული სამსახური საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ მოინახულა. ცენტრის დირექტორი თანამშრომელთა სამუშაო პირობებს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორ ბესიკ ამირანაშვილთან და ახალციხე-ადიგენის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი კოპაძესთან ერთად გაეცნო. ის პირადად გაესაუბრა თანამშრომლებს და სამუშაო გარემოს შესახებ მათი აზრი მოისმინა. რაიონულ სამსახურში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებთან ერთად რეანომობილიცაა განთავსებული, რომლის საშუალებითაც, საჭიროების შემთხვევაში, კრიტიკული პაციენტების სამედიცინო ტრანსპორტირებაა შესაძლებელი. ახალ შენობაში სამუშაო, მოსასვენებელი, ტექნიკური ოთახებია გამოყოფილი და სრულად არის აღჭურვილი საჭირო ინვენტარით. შენობის გარე პერიმეტრზე კი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებისა და რეანომობილის განსათავსებლად შესაბამისი სივრცეა მოწყობილი. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ადმინისტრაციული შენობების გადაცემა გრძელდება. თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ახალ შენობებში უკვე განთავსებულია ფოთის, ბორჯომის, ხონის, ქობულეთისა და საჩხერის რაიონული სამსახურები.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)