|
2018-10-15 18:58:25, 1231 ნახვა
რეგიონი
შუახევში, დაბის ბაგა-ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად რემონტდება
შუახევში, დაბის ბაგა-ბაღს სარეაბილიტაციო სამუშაობი უტარდება. პროექტის მიხედვით სრულად რეაბილიტირდება არსებული შენობა. კაპიტალური რემონტი არსებულ ბაღს წლებია არ ჩატარებია,სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ განახლებული ინფრასტრუქტურით 110 ბავშვი ისარგებლებს. მიმდინარე სამუშაოები შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ მოადგილეებთან ომარ ტაკიძესთან, რუსუდან შავაძესთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაათვალიერა. შეიცვლება შიდა კომუნიკაციები, გადაიხურება შენობის სახურავი, გარემონტდება შიდა და გარე ფასადი, მოეწყობა საძინებლები, გასართობი ოთახები, სველი წერტილები, სამზარეულო, აშენდება საქუაბე და დამონტაჟდება ცენტრალური გათბობის სისტემა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაღის რეაბილიტაციაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 225 000 ლარა გათვალისწინებული. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,ბილდ მენეჯმენტი“ ახორციელებს, რომელსაც 10-ამდე ადგილობრივი ჰყავს დასაქმებული. სარეაბილიტაციო სამუშაოები დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში დასრულდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)