|
2018-10-15 15:08:49, 3363 ნახვა
მსოფლიო
ბავარიის „მწვანეების“ მანდატი, 36 წლის განმავლობაში, პირველად გაიზარდა - არჩენების შედეგები ცნობილია
ბავარიის საპარლამენტო არჩევნები დასრულდა და მათში გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის პარტია ლიდერობს, - ამის შესახებ Euronews იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, "ქრისტიან-სოციალურ კავშირს" ხმების 37% აქვს მიღებული. აღსანიშნავია, რომ ეს 1957 წლის შემდეგ პარტიის ყველაზე ცუდი შედეგია. პარტიამ პარლამენტში სრული უმრავლესობა ვერ მოიპოვა და ადგილობრივი ხელისუფლების დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს. მედიის ცნობით, მეორე ადგილზე მემარცხენე მწვანეთა პარტია გავიდა, რომელმაც ხმების 18% დააგროვა. აღნიშნული პარტია ეკოლოგიაზე ორიენტირებულ პოლიტიკოსებსა და აქტივისტებს აერთიანებს. 36 წლის განმავლობაში პარტიამ შეძლო პარლამენტში საკუთარი წარმომადგენლობის გაორმაგება. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის კატერინა შულცის შეფასებით, მათ ასეთი მხარდაჭერა მოსახლეობის მხრიდან ჯერ არ ჰქონიათ. Euronews-ი წერს, რომ დღეს „მწვანეების“ გამარჯვება გერმანიაში პოლიტიკური ტენდენციის გამოხატულებაა და მათი ედეების პოპულარობა იზრდება. „ეს ჩემთვის დიდი სიურპრიზი იყო. ასეთი შედეგები არასდროს გვქონია და ძალიან კარგია, რომ ჩვენი გავლენა იზრდება, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციაში ვრჩებით“, - განაცხადა „მწვანეების“ აქტივისტმა კირსტენ ლაუტენბახ.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)