|
2018-10-15 12:56:38, 1477 ნახვა
კომენტარი
ზაზა სარალიძე ჩანაწერებზე: მთელი ხელისუფლება არის მკვლელებით დაკომპლექტებული
მთელი ხელისუფლება არის მკვლელებით დაკომპლექტებული, - ასე გამოეხმაურა ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამა ზაზა სარალიძე, „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს. ზაზა სარალიძე პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნისთვის, მირზა სუბელიანისთვის სამუდამო პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. „ერთი წელი კი არ უნდა მოუწიოს ციხეში ყოფნა მირზა სუბელიანს, მთელი ოჯახიანად უნდა მოუწიოს სამუდამოდ ციხეში ყოფნა. დაამტკიცა კიდევ ერთხელ, რომ ზაზა სარალიძე არასდროს არ იტყუებოდა და არასდროს არ ვამბობდით ჩვენ ტყუილს, რომ კომპრომატები ჰქონდა რაღაც მირზა სუბელიანს, რომლითაც აშანტაჟებდა ხელისუფლებას. ქვეყნისთვის კეთილი საქმე გავაკეთეო, ქვეყნისთვის კი არ გააკეთა კეთილი საქმე, „ქართული ოცნებისთვის“ გააკეთა მაგ ნაძირალამ. მთელი ხელისუფლება არის მკვლელებით დაკომპლექტებული“, - აღნიშნა სარალიძემ. შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-მა, აუდიოჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ, მირზა სუბელიანის საუბარია ასახული, გუშინ გაავრცელა. ჩანაწერების მიხედვით, სუბელიანთან საკანში იმყოფებიან „ქართული ოცნების“ დეპუტატი მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი და მირზა სუბელიანის მარჯვენა ხელი, დათო ცუხიშვილი. საუბარი თითქმის, საათნახევარი გრძელდება, საიდანაც ირკვევა, რომ მირზა სუბელიანი, ფაქტობრივად, საკუთარი ნებით ჩაჯდა ციხეში - ის გაურიგდა ხელისუფლებას. ვადაც კი წინასწარ არის შეთანხმებული, რამდენ ხანს უნდა დარჩეს ის პატიმრობაში, მაგრამ სუბელიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს მმართველი გუნდის დამოკიდებულებით, ის ამბობს, რომ ხელისუფლება ჯეროვნად ვერ აფასებს მის ერთგულებას, ვინაიდან მან იმდენი რამ იცის, რომ საკმარისია ერთი ან ორი ფაქტი გაასაჯაროვოს, რომ რუსთაველის გამზირი გადაიჭედება და „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში აღარ იქნება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)