|
2018-10-15 09:48:32, 797 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე ფრანგ სენატორს, საფრანგეთი-სამხრეთ კავკასიის მეგობრობის ჯგუფის წევრ პიერ-ივ კოლომბას შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ფრანგ სენატორს, საფრანგეთი-სამხრეთ კავკასიის მეგობრობის ჯგუფის წევრ პიერ-ივ კოლომბას შეხვდა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციასა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას. აჭარის მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა სენატორს მხარდაჭერისათვის, რომელსაც საფრანგეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ იჩენს. თორნიკე რიჟვაძემ პიერ-ივ კოლომბას აჭარის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ საფრანგეთის გამოცდილება ტურიზმისა და მუნიციპალური განვითარების კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მყოფი ფრანგი სენატორი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ, რეგიონის ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)