|
2015-06-10 10:03:10, 323 ნახვა
საზოგადოება
შსს-მ უწყების ახალი საიმიჯო ვიდეორგოლის პრეზენტაცია გამართა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ კინოთეატრ „ამირანში“ უწყების საქმიანობის ამსახველი ახალი ვიდეორგოლის პრეზენტაცია მოაწყო. ღონისძიებას, რომელიც არჩილ თალაკვაძემ გახსნა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლები, ვიდეორგოლის მონაწილეები, მოწვეული სტუმრები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ ვიდეოჩვენებამდე სტუმრებს სიტყვით მიმართა, ვიდეორგოლის შინაარსობრივ დატვირთვასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა: „ეს არის 3 წუთიანი პასუხი შეკითხვაზე, თუ რას აკეთებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველდღიურად. ჩვეულებრივი პოლიციელების ცხოვრება - რუტინაც და არაჩვეულებრივი მომენტებიც“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. „ისინი აშენებენ უსაფრთხო ქვეყანას“- ეს ის ძირითადი მესიჯია, რომელსაც ვიდეორგოლის საშუალებით შსს მოქალაქეებს უგზავნის. მასში ასახულია სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ფუნქცია და მუშაობის სპეციფიკა, სამართალდამცავთა ბრძოლა დანაშაულთან და მათი რეაქციები საგანგებო სიტუაციებში. სოციალური რეკლამის შექმნის მიზანი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის ყველა ასპექტის შესახებ საზოგადოების უკეთ ინფორმირება, პოლიციელთა მიმართ ნდობის და მხარდაჭერის განმტკიცება. ვიდეორგოლი შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ არის შექმნილი და მასში ამერიკელი კომპოზიტორის ტონი ანდერსონის მუსიკა “The Impossible” არის გამოყენებული.
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)