|
2015-06-10 10:43:49, 490 ნახვა
საზოგადოება
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ სოფლის ამბულატორიების ექიმებს სერთიფიკატები გადასცა
"წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის" (WASH) პროექტის ფარგლებში სოფლის ამბულატორიების ექიმებს სერთიფიკატები გადაეცათ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს სამედიცინო ჯგუფი მედიკოსთა გადამზადებას ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული 5 წლიანი "წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის" (WASH) პროექტის ფარგლებში ახორციელებს, რომელიც მოიცავს აჭარის სოფლებში 20 სკოლის და 10 ამბულატორიის სანიტარული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, განათლებას და თემის მობილიზაციას. პროექტის განათლების კომპონენტის ფარგლებში, სამიზნე ამბულატორიების სამედიცინო პერსონალს ჩაუტარდა ტრეინინგი წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის საკითხებში. ტრეინინგს ესწრებოდა 10 მონაწილე. ტრენინგი გახსნა და მოგვიანებით მონაწილეებს სერთიფიკატები გადასცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ზურაბ თენიეშვილმა.
აშშ-მ უკრაინისთვის Hawk-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის აღჭურვილობისა და მომსახურების მიყიდვა დაამტკიცა
ტრამპი რუსეთის საზღვარზე დამატებით 5000 ამერიკელ ჯარისკაცს გაგზავნის
ტრამპი აშშ-ის წარმომადგენელს პუტინის ეკონომიკურ ფორუმზე სანქტ-პეტერბურგში გაგზავნის
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)