|
2015-06-10 09:39:18, 359 ნახვა
პოლიტიკა
ადეიშვილი: ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა იყო კანონიერი, მაგრამ არასწორი ნაბიჯი
„ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა იყო კანონიერი, მაგრამ არასწორი ნაბიჯი“, - ამის შესახებ იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში, გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა. როგორც ადეიშვილმა აღნიშნა, როდესაც მიდის პოლიტიკური პროცესები, იქ სამართლებრივი ინსტრუმენტები არ უნდა იყოს გამოყენებული. „ეს გადაწყვეტილება იყო ლეგიტიმური, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ პოლიტიკაში არის ადგილი მხოლოდ პოლიტიკური დისკუსიისათვის. ბუნებრივია, როდესაც ხდება სამართლბერივ მექანიზმების ჩარევა, ეს არის არასწორი და არანაირ ეფექტს ეს არ იძლევა. რაიმე პოლიტიკური უპირატესობა „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მიუღია. ეს არ იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს იყო სამართლებრივი გადაწყვეტილება, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია მაშინ და რეაგირება გვქონდა მას შემდეგ, რაც ინფორმაცია მივიღეთ. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ჯობია როდესაც მიდის პოლიტიკური პროცესები, იქ სამართლებრივი ინსტრუმენტები არ იქნეს საერთოდ გამოყენებული“, - განაცხადა ზურაბ ადეიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)