19:28 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-12 11:09:22, 3294 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის საპატრიარქო: კონსტანტინოპოლის გადაწყვეტილება კატასტროფულ შედეგს გამოიღებს

რუსეთის პატრიარქის პრესმდივნის, ალექსანდრ ვოლკოვის განცხადებით, კონსტანტინოპოლის გადაწყვეტილება კატასტროფულ შედეგს გამოიღებს, განსაკუთრებით კი, უკრაინისთვის. 

რუსეთის საპატრიარქოს შეფასებით, მსოფლიო პატრიარქის გადაწყვეტილება უკანონოა. რუსული მართლმადიდებლური ეკლესია მსოფლიო საპატრიარქოს კავშირის გაწყვეტით ემუქრება.

მოსკოვის პატრიარქის პრესმდივანმა სინოდის განჩინებას კონსტანტინეპოლის მიერ სხვა მართლმადიდებლური ეკლესიის საქმეებში "თავხედური და აგრესიული ჩარევა" უწოდა.

"ეს არის ტრადიციებისა და ეკლესიურობის აღქმის სრული გახლეჩა და, რა თქმა უნდა, რასაც ახლა კონსტანტინოპოლი აკეთებს, კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს, პირველ რიგში, უკრაინელი მართლმადიდებლებისთვის. რადგან ახლა რაღაც საშინელი დაიწყება", - განაცხადა რუსეთის საპატრიარქოს პრესმდივანმა.

ცნობისთვის, 11 ოქტომბერს კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს სინოდმა კიევის საპატრიარქოს მეთაურ ფილარეტს კანონიკური სტატუსი აღუდგინა და ანათემა მოეხსნა. სინოდმა ასევე გააუქმა 1686 წლის გადაწყვეტილება, რის მიხედვითაც რუსეთის საპატრიარქოს უფლება მიენიჭა დაენიშნა კიევის ეკლესიის მიტროპოლიტი. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
Cashback-ის და Mastercard-ის შეთავაზება Super-ის მაღაზიებში
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics