|
2018-10-11 13:39:12, 1530 ნახვა
კომენტარი
ზურაბიშვილი - კარგია, რომ აუდიტის სამსახური შემოწირულობებთან დაკავშირებით, სასამართლოს მიმართავს
საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მიესალმება იმ ფაქტს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მის ზოგიერთ შემომწირველთან, მათ შორის ექიმებთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართა. როგორც ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, იმედი აქვს, რომ აუდიტის სამსახური სხვა საარჩევნო სუბიექტების შემომწირველების საკითხითაც ანალოგიურად ინტერესდება. „ძალიან კარგია, რომ აუდიტის სამსახური მიმართავს სასამართლოს. ეს უწყება მუშაობს ისე, როგორც უნდა იმუშაოს და მე როგორ უნდა ვთქვა რამე. ძალიან კარგი. ძალიან ნორმალურია, რომ დაიწყო აუდიტის სამსახურმა და იმედი მაქვს, რომ იგივეს აკეთებს ჩემს კონკურენტებზე. აუდიტის სამსახური უნდა იყოს ჩართული, უნდა იყოს ზედამხედველი ამ კამპანიის და მე ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)