|
2015-06-09 18:55:12, 471 ნახვა
საზოგადოება
საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს საგარეო უწყებებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს საგარეო უწყებებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა. საგარეო უწყების ინფორმაციით, კონსულტაციებს ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის დირექტორი ნინო ბარათაშვილი, ხოლო ჰოლანდიური მხრიდან ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის დირექტორი დაფნე ბერგსმა (DAPHNE BERGSMA). ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების ფორმატში შეხვედრები ასევე გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გიგი გიგიაძესთან, ევროინტეგრაციის, უსაფრთხოების პოლიტიკის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის და საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას; თავდაცვის, სოფლის მეურნეობის, კულტურის, საგანმანათლებლო და ასევე ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის სამომავლო განვითარების პერსპექტივებს. დიდი ყურადღება დაეთმო საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებულ ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობასა და მის შემდგომ ეფექტიან იმპლემენტაციას. გამოითქვა იმედი, რომ ჰოლანდიური მხარე ივნისის ბოლოს მოახდენს შეთანხმების რატიფიცირებას. მხარეებმა განიხილეს რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები, საქართველო-რუსეთის ურთიერთობები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატი. შეხვედრაზე ჰოლანდიურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. ვიზიტის ფარგლებში, ქალბატონმა ბერგსმამ შეხვედრები გამართა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან დავით ბაქრაძესთან და რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან.
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)