|
2018-10-10 17:46:48, 1253 ნახვა
რეგიონი
13 ოქტომბერს სახალხო დღესასწაული „შუახევობა 2018“ გაიმართება
13 ოქტომბერს სახალხო დღესასწაული "შუახევობა 2018” გაიმართება. "შუახევობა“, როგორც სახალხო დღესასწაული, სათავეს გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან იღებს. იგი პირველ ათწლეულში სიმღერის დღესასწაულად იყო ცნობილი, მომდევნო წლებში საზოგადოებამ "შუახევობა" სახალხო ზეიმად აქცია. დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა სახის აქტივობები: ადმინისტრაციული ერთეულების მიერ მოეწყობა დეკორატიული კუთხეები, აჭარული სამზარეულო, ფოლკლორი, ეთნოგრაფიული ნიმუშები, ყოფითი და სამეურნეო ტრადიციები, სოფლის მეურნეობის ნობათის გამოფენა. გაიმართება საპატიო შუახეველების დაჯილდოება, ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი, სპორტული ღონისძიებები, საბავშვო გასართობი შოუ. მოეწყობა შუახევის წარსულისა და აწმყოს ამსახველი ფოტო-გამოფენა, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის მოსწავლეების მიერ ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ფლეშმობი, ღამის სერენადები. მობრძანდით და გახდით ღონისძიების მონაწილე. დასაწყისი: 12: 00 საათი
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|






epn.ge (@expressnews.ge)