|
2018-10-10 16:36:05, 1897 ნახვა
კომენტარი
თორნიკე რიჟვაძე: ფრანკფურტის წიგნის ფესტივალი არის საუკეთესო საშუალება ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციისთვის
„ეს მნიშვნელოვანი გამოფენაა და ძალიან გამიხარდა, რომ აქ თემატური სტენდი ბათუმიდანაც არის წარმოდგენილი“, -ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე ქართული თემატური პავილიონის დათვალიერებისას განაცხადა, სადაც მრავალ საინტერესო სტენდთან ერთად, გამომცემლობა „წიგნები ბათუმში" იყო წარმოდგენილი. „ორი დღის განმავლობაში, საქართველოს მთავრობის დელეგაციის წევრები პრემიერის ხელმძღვანელობით, ძალიან აქტიურად ვიყავით ჩართულები სხვადასხვა ღონისძიებაში. მნიშვნელოვანია, რომ ფესტივალი არის საუკეთესო საშუალება ჩვენი ქვეყნის, ამ შემთხვევაში - ჩვენი ქალაქის პოპულარიზაციისთვის. ვფიქრობ, მსგავს ღონისძიებებზე ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო მეტად უნდა იყოს წარმოდგენილი მომავალში ქართული სახეებითა და ქართული გამომცემლობებით", - განაცხადა რიჟვაძემ. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნის - საქართველოს თემატური სტენდები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დირექტორ იურგენ ბოსსა და საქართველოს დელეგაციის წევრებთან ერთად დაათვალიერა. სტენდების პავილიონში წარმოდგენილია წიგნის ცენტრის და ქართველი გამომცემლების, მეცნიერების, ინოვაციების სააგენტოს, სახელოვნებო, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სტენდები. საქართველოს თემატური სტენდები ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის სტუმრებს არაერთ ენაზე ნათარგმნ ლიტერატურას სთავაზობს, რომლის გაცნობის შესაძლებლობა დამთვალიერებელს კვირის ბოლომდე ექნება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)