|
2015-06-09 18:22:49, 500 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ ხაბაძე ირანის ახალ კონსულს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ირანის კონსულს ჰოსეინ მაშჰადს შეხვდა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით არსებულ ურთიერთობებს. არჩილ ხაბაძემ სტუმარს რეგიონის კულტურული, ეკონომიკური და ტურისტული მიმართულებით არსებული მდგომარეობა გააცნო და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ კონსულის იდეები მოისმინა. “შეხვედრაზე გამოიკვეთა ირანიდან ინვესტიციების შემოტანის ინტერესი. ასევე გამოითქვა სურვილი რეგიონის ტურიზმის პოტენციალის გასაცნობად უახლოეს მომავალში ირანელი ბიზნესმენების ჩამოყვანის შესახებ. ბატონი კონსული მონდომებულია, ინიციატივები აქვს და ვფიქრობ მომავალში კარგი თანამშრომლობა შედგება“, - განაცხადა არჩილ ხაბაძემ. „შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, მაგრამ ამავე დროს ვისაუბრეთ იმ დარგებზე, რომელშიც ერთმანეთის გვერდში დგომა შეგვიძლია და თანამშრომლობა. ეს არის ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, კულტურა. ყველა იმ საკითხზე ვილაპარაკეთ, რაც შეიძლება რომ ერთობლივად გავაკეთოთ“, - განაცხადა ჰოსეინ მაჰშადიმ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)