|
2018-10-09 14:33:52, 1248 ნახვა
კომენტარი
ჯაფარიძე: „ნაცმოძრაობის“ წევრები მოსაწევს გვთხოვდნენ - პოლიტსაბჭოს ნახევართან მაქვს მოწეული
"გირჩის" პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე პარტია "ნაციონალურ მოძრაობას" კანაფის თემით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებაში ადანაშაულებს. ჯაფარიძის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ფარისევლები არიან, რადგან მათთან ერთად მისივე მტკიცებით, არაერთხელ მოუწევია. "ენმ-ამ საარჩევნო დროშად აქცია კანაფის თემა. იდეებისგან სრულიად დაცლილმა და დაღმართზე ტემპ-აკრეფილმა პარტიამ გადაწყვიტა ამ თემით მოახდინოს პოლიტიკური დივიდენდების მოპოვება და საპატრიარქოსთან ჩახუტება. "კონსტიტუციაში ჩაიწეროს", "კანაფის რესპუბლიკა", "დემოგრაფია" თვალსა და ხელს შუა გადაიქცნენ კოლექტიურ სოფო კილაძეებად. ჰოდა, ვინც ამ ფარისეველ ხალხს უსმენთ: ენმ-ის ნახევარ პოლიტსაბჭოსთან ერთად მაქვს მოწეული, თან არაერთხელ, მათ შორის იმათთანაც ვინც დღეს ყველაზე აქტიურად ითხოვენ "მომავალი თაობის გადარჩენას" კანაფისგან. იმ 2 წლის განმავლობაში, როცა მაგ პარტიაში ვიყავი, არაერთი პოლიტსაბჭოს წევრი გვთხოვდა მოსაწევს თითქმის რეგულარულად (ვაძლევდით ან ვაწევინებდით ცხადია). რამდენიმე წევრი სახლში ზრდიდა და სავარაუდოდ დღესაც ზრდის კანაფს პირადი მოხმარებისთვის (აქეთაც გვაწევინებდნენ). ეგეთი ხალხი არიან - ძალაუფლების ხელში ჩაგდების გულისთვის მზად არიან საკუთარი პრეზიდენტობის კანდიდატის მხრიდან "პედოფილის" დაძახება აიტანონ. მერე ძმაკაცებთან ერთად მოწიონ და იბაზრონ კაცობაზე, ძმობაზე და გაგებაზე", - წერს პრეზიდენტობის კანდიდატი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)