|
2018-10-09 13:24:48, 1147 ნახვა
კომენტარი
გახარია - შემაკავებელი ორდერების გამოცემა და მომართვიანობა გაზრდილია, რაც ნდობის გაზრდაზე მიუთითებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დეპარტამენტის მუშაობის 9-თვის ანგარიში წარუდგინა. შეხვედრა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ გახსნა. „ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნიდან 9 თვე გავიდა და ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ, გარკვეული შედეგები, მიღწეული ამ ადამიანების მიერ გაწეული შრომის და დავგეგმოთ მომავალი გეგმები. ჩვენ ამ ღონისძიებით ვიწყებთ საერთოდ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაწყებული, განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების გარკვეულ შეფასებებს, რომელიც მოგვცემს საშუალებას თქვენთან ერთად რა თქმა უნდა, აქტუალური თემები განვსაზღვროთ მომავალი 2019 წლისთვის. მოგეხსენებათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს რეფორმების ნუსხა, რომელსაც ჩვენ დავარქვით სისტემური განახლება, რომელიც მოიცავს შინაარსობრივ ცვლილებებს, რეფორმებს, სტრუქტურულ რეფორმებს და რა თქმა უნდა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელმაც უნდა შექმნას ჩარჩო შინაგან საქმეთა სამინისტროს და პოლიციის ეფექტური ფუნქციონირებისთვის. ამ რეფორმების პირველი ნაბიჯი გახლდათ, სწორედ ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნა. ეს არ იყო შემთხვევითი, ჩვენ მაშინაც ვთქვით და დღესაც აბსოლუტურად სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ძალიან მკაფიოდ და კარგად გვესმის, რომ არანაირ წარმატებებს, ვერანაირ მიღწევებს კრიმინალთან ბრძოლაში ვერ ექნება ფასი ჩვენ თუ არ შევინარჩუნეთ ადამიანის უფლებების დაცვის ის სტანდარტი, რომელიც დღეს გვაქვს. რაც მთავარია, ჩვენ ეს სტანდარტი უნდა ავამაღლოთ. ამიტომ, წინაპირობა როგორც სხვა ყველა რეფორმის დაწყების და შედეგების მიღწევის - ჩვენ შევქმენით ეს დეპარტამენტი და ეს იყო აბსოლუტურად გააზრებული ნაბიჯი. რა თქმა უნდა ამ დეპარტამენტის ფუნქცია გახლავთ და გახლდათ ზედამხედველობა გაუწიოს კონკრეტულ სპეციფიურ საქმეებს. შინაარსობრივად ეს იყო პირველი დეპარტამენტი, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროში დაინერგა ხარისხის კონტროლი. ამას ჩვენთვის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რამე თუ სწორად ამ ნაბიჯმა მოგვცა იმის საშუალება, რომ დღეს შეგვიძლია ვილაპარაკოთ გარკვეულ შედეგებზე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)