|
2018-10-08 09:03:50, 588 ნახვა
რეგიონი
აჭარაში „მაჭახლობა 2018“ გაიმართა
დღეს აჭარის ერთ-ერთ ულამაზეს ხეობაში სახალხო დღესასწაული „მაჭახლობა 2018" გაიმართა. ადგილობრივებს ხეობის მთავარი დღესასწაული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მიულოცა. რეგიონის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა მაჭახელას ხეობის სტრატეგიულ მნიშვნელობას და ტურისტული პოტენციალის სიმდიდრეს. როგორც თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, აჭარის მთავრობა გააგრძელებს ზრუნვას ისტორიული ხეობისთვის უფრო მიმზიდველი ინფრასტრუქტურისა და ახალი ტურისტული ობიექტების შექმნის მიმართულებით. ტრადიციულად, მაჭახლობაზე წარმოდგენილი იყო ხეობისთვის დამახასიათებელი ადგილობრივი რეწვის ნიმუშები, ეთნოგრაფიული კუთხეები და შემოდგომის ნობათი, გაიმართა ასევე სპორტული აქტივობები, მაჭახელას თოფის ნიმუშების გამოფენა და კონცერტი ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით. მაჭახელას ხეობის დღესასწაულს აჭარის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე თურქეთის რესპუბლიკის მაჭახელას ხეობიდან მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ საპატიო სტუმრები და საპატიო მაჭახელელი დააჯილდოვა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)