|
2018-10-07 16:55:30, 4637 ნახვა
ევროპის ამბები
ირაკლი სესიაშვილი: ოპონენტები თავისუფლებას ავლენენ ლანძღვა-გინებაში
დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი ოპონენტები თავისუფლებას ავლენენ ლანძღვა-გინებაში, სიძულვილის სენში, სიცრუის ტირაჟირებაში. ვერ ისწავლა ამ ხალხმა, რომ ქართულ საზოგადოებასთან სალაპარაკო ენა არის მხოლოდ ერთადერთი -ეს არის სიმართლის ენა. ქართველ ხალხს ბევრი რამისთვის გაუძლია და მომავალში კიდევ ბევრ რამეს გაუძლებს. ქართველს უნდა ელაპარაკო სიმართლე, გულით ალალად, როგორც ამას მეფე ერეკლე თავის ხალხთან მიმართებაში აკეთებდა. დღეს, მე, შეიძლება სუბიექტურად ვამბობდე, მაგრამ მგონია, რომ ვარ იმ ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელსაც ხალხთან დასამალი არაფერი აქვს. ჩვენ თუ შეცდომას ვუშვებთ, ამ შეცდომაზე გვაქვს ადეკვატური რეაგირება და რეაქცია. ჩვენ თუ პრობლემა გვაქვს, პრობლემებზე პირველი ჩვენ ვსაუბრობთ. თუ გამოწვევები გვაქვს, ჩვენ ვდგავართ პირველ ხაზზე და ეს ასეც უნდა იყოს. მაშინ ვიქნებით ჩვენ ერთიანი, თუ ვსაუბრობთ რეალურ ერთიანობაზე, იმიტომ, რომ ჩემთვის მართლა რეალობას აცდენილია და თქვენთვისაც ის, რა ენითაც ჩვენი ოპონენტები გვესაუბრებიან. მე ქალბატონი სალომეს არაერთ გამოსვლას დავესწარი სხვადასხვა რგიონებში, რაიონებში და გაოცებული ვიყავი, როცა ჩვენი ოპონენტები აგზავნიან პროვოკატორებს და ეს პროვოკატორები ცდილობენ პოლიტიკური მედიისთვის გარკვეული სურათი და ჩარჩო შექმნან. თითქოს დისკომფორტი შეუქმნან ჩვენს კანდიდატს. ეს არ არის ეროვნული, ეს არ არის ქართული. ქალბატონ სალომეს მართლაც ბევრი დამსახურება აქვს და ამასთან, უნიკალური დიპლომატიური თუ ადამიანური გამოცდილება. ირაკლი სესიაშვილი თელავში ამომრჩეველთან შეხვედრაზე:
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)