|
2018-10-06 17:19:37, 2589 ნახვა
კომენტარი
თოლორაია: ეფექტიანი რეაგირებისათვის მნიშვნელოვანია, სექს-მუშაკებმა შსს-ს ინფორმაცია დროულად მოაწოდონ
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევის პრეზენტაციის შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, ლონდა თოლორაიამ განაცხადა, რომ აღნიშნული კვლევა 2016 წლის შედეგებს ასახავს. მისი თქმით, კვლევაში მოყვანილი მაგალითების დეტალური განხილვა უკვე მოხდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებთან: „აღნიშნული კვლევა, როგორც მოგეხსენებათ, ჩატარებულია 2016 წელს და იგი ასახავს იმ დროისათვის არსებულ მდგომარეობას. შინაგან საქმეთა სამინისტროს, კვლევის პრეზენტაციამდე, ჰქონდა შეხვედრა და კოორდინაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან, კვლევის შედეგების განხილვის მიზნით. ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი მონიტორინგს გაუწევს ყველა იმ შეტყობინებასა და სისხლის სამართლის საქმეს, რომლებიც შეეხება სექს-მუშაკების მიმართ განხორციელებულ ძალადობას. ასევე, გენერალური ინსპექცია მოახდენს შესაბამის რეაგირებას, თუ დადგინდება პოლიციის მუშაკის მხრიდან ისეთი ქმედებების ჩადენის ფაქტი, რომელთა შესახებ მითითებულია საიას 2016 წლის კვლევაში. ასეთ ფაქტებზე ეფექტიანი რეაგირებისათვის მნიშვნელოვანია სექს-მუშაკებმა დროულად მოაწოდონ ინფორმაცია სამართალდამცავ ორგანოს მოქალაქისა თუ პოლიციელის მხრიდან მათ მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ", - განაცხადა თოლორაიამ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)