19:40 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-06 17:20:06, 2736 ნახვა

კომენტარი
უსუფაშვილი: ზურაბიშვილს ზურგს უმაგრებს სახელისუფლებო რესურსი, მედიაკონგლომერატები და უძირო დაფინანსება

„სალომე ზურაბიშვილი არის არათანაბარ პირობებში, რადგან მას აქვს განსაკუთრებული უპირატესობები ამ პროცესში“, - ამის შესახებ „შენების მოძრაობის" ლიდერმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

უსუფაშვილი „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ როგორც ქალი კანდიდატი, სხვა კანდიდატებთან მიმართებაში არათანაბარ მდგომარეობაშია.

„მე ვადასტურებ, რომ სალომე ზურაბიშვილი არის არათანაბარ პირობებში, რადგან მას აქვს განსაკუთრებული უპირატესობები ამ პროცესში. ის ნამდვილად არათანაბარ მდგომარეობაშია. მას სახელისუფლებო რესურსი, მედიაკონგლკომერატები და უძირო დაფინანსება უმაგრებს ზურგს. რა თქმა უნდა, ის არათანაბარ მდგომარეობაშია ჩემთან შედარებით“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
ელენე ხოშტარიას წერილი ციხიდან: ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო
კობახიძე - არავის აინტერესებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესები
კობახიძე - გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძის, სალომე ზურაბიშვილის და ასეთი ადამიანების დაძახებულზე 5000 კაცი გამოდის, წარმატებაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics