|
2015-06-09 14:54:37, 366 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი: თურმე მთავრობაში ცვლილებები დავაანონსე, ძალიან გთხოვთ, რასაც ვამბობთ, მოსახლეობამდე ადეკვატურად მივიტანოთ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ის ინტერვიუ განმარტა, სადაც კოალიციაში და მათ შორის პარლამენტში შესაძლო ცვლილებებზე საუბრობდა. როგორც უსუფაშვილმა განაცხადა, ჟურნალისტის კითხვაზე- მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე "ქართული ოცნება" არსებული შემადგენლობით მისვლას თუ მოახერხებს, უპასუხა, რომ სერიოზული ცვლილებების წინაპირობას კოალიციაში ვერ ხედავს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში გარკვეული ტიპის გადაადგილებები იყოს. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, არასწორად ნათქვამი, იყო, რომ თითქოს მან მთავრობაში ცვლილებები დაანონსა. "კითხვა პალიტრის ჟურნალისტის-" მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე "ქართული ოცნება" არსებული შემადგენლობით მისვლას მოახერხებს?". ჩემი პასუხი-"კოალიციაში სერიოზული ცვლილებების წინაპირობას ვერ ვხედავ. ამაზე საუბარი მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციის ნაწილია, თუმცა იძულებული ვარ, კოალიციის დაშლაზე მეოცნებებს იმედები გავუცრუო.შესაძლოა, აქედან და მომავალ არჩევნებამდე პარლამენტსა და მთავრობის შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები განხორციელდეს, როგორც ცოტა ხნის წინ დეპუტატებმა პარლამენტიდან მთავრობაში გადაინაცვლეს, შესაძლოა, დეპუტატებმა სხვა თანამდებობა დაიკავონ".ესაა ჩემი პასუხი და აქედან გამოდის ის ახალი ამბავი, რომ თურმე დავაანონსე ცვლილებები მთავრობაში.ძალიან გთხოვთ, რასაც ვამბობთ, ის ადეკვატურად მივიტანოთ მოსახლეობამდე",-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)