04:51 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-05 14:07:58, 1665 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძემ პედაგოგთა დღე თავის პირველ მასწავლებელს მიულოცა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დღეს თავის პირველ მასწავლებელს ვარდო რომანაძეს  ესტუმრა და პროფესიული დღე მიულოცა.
 
ვარდო რომანაძე ქალაქ ბათუმის მე-14 საჯარო სკოლაში (ყოფილი 26-ე სკოლა) დაწყებითი კლასების მასწავლებლად 50 წელი მუშაობდა. დამსახურებულ პედაგოგს ამ ხნის მანძილზე 1000-ზე მეტი მოსწავლე  ჰყავს აღზრდილი. თორნიკე რიჟვაძემ მას  ახალგაზრდა თაობის აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელი გადასცა და ჯანმრთელობა და ხანგრძლივი სიცოცხლე უსურვა.

ვარდო რომანაძის სახლში ნახევარი საუკუნის მანძილზე გადაღებული ყველა სადამრიგებლო კლასის ფოტოა შემონახული.
 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია რეჟიმს - შეწყდეს რეპრესიები, სოლიდარობა დამოუკიდებელ მედიას
დიუშენით დაავადებული ბავშვების დასახმარებელ მარათონში კომპანიები ჩაერთნენ
რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics