04:52 - 23 May, 2026
|
2018-10-03 17:21:35, 940 ნახვა
რეგიონი
რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მაია ოთინაშვილი, სავარაუდოდ ნაცემია
სოფელ ხურვალეთიდან რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მაია ოთინაშვილი, სავარაუდოდ ნაცემია. ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" დაკავებულის დედაზე დაყრდნობით ავრცელებს. გალინა ქალეხსაევას განცხადებით, ოჯახის წევრებსა და ნათესავებს დაკავებულის ნახვის უფლებას არ აძლევენ. ამასთან ის შესაძლოა ნაცემი იყოს, რადგან დედის თქმით, მაია ოთინაშვილმა გამტაცებლებს წინააღმდეგობა გაუწია. ქალეხსაევა ვარაუდობს, რომ იზოლატორში მისი შვილის ყოფნა სწორედ ამ მიზეზით ჭიანურდება. შეგახსენებთ, რომ 37 წლის მაია ოთინაშვილი სოფელ ხურვალეთიდან 29 სექტემბერს გაიტაცეს. 2 ოქტომბერს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ „ლენინგორის სასამართლომ“ ოთინაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)